02 ივლისი 2024,   10:08
ვრცლად
დიდი საფეხბურთო ვნებათაღელვაა საქართველოში - ქომაგებს მიხეილ მესხის სტადიონი დღესაც უმასპინძლებს

გერმანიის მსგავსად, დიდი საფეხბურთო ვნებათაღელვაა საქართველოშიც. გულშემატკივრები, ტრადიციულად, ტელეეკრანებთან და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში შეიკრიბებიან.

ქომაგებისთვის, მიხეილ მესხის სტადიონი დღესაც გაიღება, სადაც მორიგი ისტორიული თამაში პირდაპირ ეთერში, 6 მონიტორიდან გადაიცემა.

ამ წუთებში, ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, იმისთვის, რომ გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე შეძლონ.

დღის ამბები