02 ივლისი 2024,   17:27
ვრცლად
პრემიერი - ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!

ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს, კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის.

"ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები