03 ივლისი 2024,   07:14
ვრცლად
"ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ფეხბურთის განვითარებაში, ვამაყობ ჩვენი ბიჭებით" - საქართველო-ესპანეთის მატჩს სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ათასობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს

გერმანიის მსგავსად დიდი საფეხბურთო ვნებათაღელვა იყო საქართველოშიც - მიხეილ მესხის  სტადიონზე ამჯერადაც 25 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, სადაც 6 დიდი მონიტორიდან ადევნებდა თვალს კიოლნში მიმდინარე მატჩს.

წაგებისა და ჩემპიონატის დატოვების მიუხედავად, გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების თითოეული წევრის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

"ჩემი აზრით ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ფეხბურთის განვითარებაში, ძალიან დაგვეხმარება ბევრ რაღაცაში. ძალიან ვამაყობ ჩვენი ბიჭებით,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

სტადიონის გარდა საქართველო-ესპანეთის თამაშს გულშემატკივარი თვალს ადევნებდა დედაენის ბაღში დამონტაჟებული დიდი მონიტორიდანაც.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან წაგების მიუხედავად საქართველო გამარჯვებულია და ჩვენებმა ღირსეული თამაში აჩვენეს.

დღის ამბები