03 ივლისი 2024,   06:47
ვრცლად
"გამოდიოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოეჩინათ ჩვენი ქვეყანა ევროპაში, ეს მათ შეძლეს და უკვე გმირები არიან" - გულშემატკივრები წუხანდელი მატჩის შემდეგ

ზუგდიდელები საქართველოს ნაკრებს, წუხანდელ მატჩზე დადიანების სასახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ქომაგობდნენ. შეკრებილები საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში დიდ მონიტორზე ადევნებდნენ თვალს.

მათი თქმით, ქართველი ფეხბურთელები გმირები არიან.

"არც ერთი წამი არ უფიქრიათ იმაზე, რომ უნდა წაეგოთ. მოგებისთვის გამოდიოდნენ, გამოდიოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოეჩინათ ჩვენი ქვეყანა ევროპაში. ეს მათ შეძლეს და ჩემს თვალში უკვე გმირები არიან", - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

დღის ამბები