03 ივლისი 2024,   10:16
ვრცლად
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის კადეტთა ჩემპიონატი მოიგო. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მან ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს მოუგო.

ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი როლანდ პუხაევი 12:4, რუმინელი დავიდ ადრიან მეტეა 10:0 და უკრაინელი იური პიულსკი ასევე 10:0 დაამარცხა.

პეტრიაშვილის ოქროს გარდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი აიღო: ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს დაეუფლა.

ასევე ევროპის ჩემპიონი გვყავს ქალთა ჭიდაობაშიც. ისტორია მირანდა კაპანაძემ დაწერა და საქართველოს ჭიდაობაში ქალთა შორის ოფიციალურ შეჯიბრებაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ხვალ ევროპის კადეტთა ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

დღის ამბები