03 ივლისი 2024,   14:11
ვრცლად
BBC: გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და "პლეი ოფში" გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა

გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და "პლეი ოფში" გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა - ასე აფასებს გავლენიანი გამოცემა BBC დებიუტანტი საქართველოს გამოსვლას ევრო 2024-ზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ ესპანეთის ნაკრები არც ისე მშვიდად იყო თამაშზე გასვლის წინ. 

მართალია, მოგვიანებით ისინი მინდორზე გათამამდნენ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევებზე უშიშრად მიდიოდნენ და რისკავდნენ.

"ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა. მათ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელეს" - აღნიშნულია სტატიაში.

ხაზგასმულია ქართველი გულშემატკივრების საოცარი დამოკიდებულებაც.

"საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ, დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავიანთ ფეხბურთელებს და მადლობას უხდიდნენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

დღის ამბები