07 ივლისი 2024,   04:23
ვრცლად
GiveMeSport: "ვესტ ჰემმა" "მეცს", მიქაუტაძის სანაცვლოდ, €20 მილიონი შესთავაზა

პორტალ GiveMeSport-ის ცნობით, "პრემიერ ლიგის" ბინადარმა "ვესტ ჰემმა" ფრანგულ "მეცს", გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ, 20 მილიონი ევრო შესთავაზა. მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, "ჩაქუჩები" ტრანსფერთან დაკავშირებით სირთულეს აწყდებიან, რადგან თავად მიქაუტაძე გადასვლას სხვა "ლიგა 1-ის" კლუბში ამჯობინებს.

GiveMeSport-ი წერს, რომ "ვესტ ჰემი" ქართველ შემტევს მაიკლ ანტონიოს შემცვლელად განიხილავს.

მიქაუტაძის გადაბირებით დაინტერესებული არიან ფრანგული "მონაკო" და "ლანსიც".

გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძემ "მონაკოსთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

დღის ამბები