08 ივლისი 2024,   07:07
ვრცლად
ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატში გამარჯვებული აჩიკო ბოლქვაძე სამშობლოში დაბრუნდა

სერბეთში ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატში გამარჯვებული, აჩიკო ბოლქვაძე სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ნოვში მიმდინარე ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეხუთედ, კონტინენტური პირველობის ოქროს მედალს დაეუფლა. ბოლქვაძემ ფინალში შვედი მეტოქე დაამარცხა.

თბილისში დაბრუნდა კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი საბა ჩილაშვილიც.

ჩემპიონმა აჩიკო ბოლქვაძემ თავის გამარჯვება მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიას მიუძღვნა.

"ჩემთვის ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია. დაძაბული ბრძოლა მქონდა ფინალურ შეხვედრაში, არ მოველოდი ასე რომ დაიძაბებოდა, თუმცა გავხდი ჩემპიონი.

მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ქვეყნისთვის დიდ დანაკლის, ახლახან გარდაცვლილ, ნუგზარ წურწუმიას", - განაცხადა აჩიკო ბოლქვაძემ.

დღის ამბები