05 ოქტომბერი 2024,   08:48
ვრცლად
ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები