საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი რუსთავს ესტუმრა და რუსთავის მერს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ ევროპელ სტუმარს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები და ქალაქის განვითარების გეგმები გააცნო.
მოგვიანებით, ანდრეას კიფერი, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, მედიათეკაში რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა. ევროსაბჭოს კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ახალგაზრდებთან თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, ევროპული თვითმმართველობების მუშაობის სპეციფიკასა და დემოკრატიის განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე ისაუბრა.