06 ოქტომბერი 2024,   01:10
ვრცლად
UEFA-ის მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ UEFA-ის მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქი ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ევროპის ჩემპიონატს სერიოზული ზიანი მიაყენა.

"დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით, არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული," - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრის, მერიჰ დემირლის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება UEFA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც სპორტსმენმა ნაკრების გამარჯვება ნაციონალისტური ორგანიზაციის, "რუხი მგლების" მხარდამჭერი ჟესტით აღნიშნა.

 

დღის ამბები