19 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დღეს დაფუძნდება

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი ჯგუფის წევრები, დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართავენ ბრიფინგს, სადაც მედიისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.

ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ.

საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი ჯგუფის წევრები: • ვატო შაქარიშვილი

• ბიძინა გიორგობიანი

• ნანა კაკაბაძე

• გელა ნიკოლაიშვილი

• ლევან ნიკოლეიშვილი

დღის ამბები