24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრებს ამ წუთებში დიმიტრი გაბუნია ხვდება. მანამდე მათ უკვე მოუსმინეს გიორგი ბურჯანაძეს.

"მე მაქვს ამ კუთხით გამოცდილება. შემიძლია, ამ კუთხით, ვიყო ეფექტური, დამოუკიდებელი, არამოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული დადებითად," - აღნიშნა ერთ-ერთმა კანდიდატმა და სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესს მონიტორინგს უწევენ ოდირის ექსპერტები, რომლებიც, გასაუბრების დასრულების შემდეგ, ანგარიშს მოამზადებენ. სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 22 ივლისს ეწურება, ახალ წევრს პრეზიდენტი 15 ივლისამდე დანიშნავს.

 

დღის ამბები