24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სასამართლოზე ბრალდების მხარემ შესაბამისი საქმის მასალები ვერ წარმოადგინა, სადაც მისი მხრიდან ძალადობა ჩანს. პროცესი ელისაშვილმა და მისმა ადვოკატმა სხდომის დასრულებამდე დატოვეს.

"ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. აბსურდის სპექტაკლში, გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი და იმაში დიდი ხნის მონაწილეობას არ ვაპირებდი. ჩემი სათქმელი ვუთხარი და წამოვედი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები