16 აგვისტო 2026,   14:20
ვრცლად
ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მოპოვებას ულოცავს.

"ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია!!" - წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, "ოქროს ბუცი" ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.

 

 

დღის ამბები