კოჯორში, პროექტი "ჯარის ბანაკი" გრძელდება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებიც იმყოფებიან.
ისინი, დღის განმავლობაში, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან.
გუნდური შეჯიბრებები ტარდება იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატიკური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში.