29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, იერიშების შედეგად, "ჰამასის" 20-მდე მებრძოლი დაიღუპა

ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოპერაციებს 54 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედროებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ალყაში მოქცეულ ობიექტებზე, რის შედეგადაც დაიღუპა "ჰამასის" 20-მდე მებრძოლი.

მათ ასევე დაადასტურეს, რომ ღაზაში, ქალაქ ზეიტუნთან ახლოს, გაერო-ს სკოლაზე, რომელიც დევნილების თავშესაფრად გამოიყენებოდა და სადაც "ჰამასის" მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას "ფარად" იყენებდა, იერიშები მიიტანეს.

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დღეს გაასაჯაროებს. ეს გაერომ გასულ კვირას დააანონსა.

დღის ამბები