06 სექტემბერი 2024,   12:11
ვრცლად
სოფელ ცანაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაიწყო

სვანეთში, სოფელ ცანაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. სოფელში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა. დარიშხან-შემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

პროექტის ფარგლებში დაბინძურებული ტერიტორიები შემოიღობა, სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანისა და ცხოველების დაშვება შეიზღუდა. მიმდინარეობს ნაპისამაგრი სამუშაოებისა და დამცავი კედლის მშენებლობა. მომავალ წელს კი სპეციალური სამარხის მოწყობა დაიწყება. 

დღის ამბები