06 სექტემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"ისრაელის მტრებისადმი გზავნილი მაქვს, ჩვენთან დაკავშირებით არ შეცდეთ, საკუთარ თავს ყველა გზით დავიცავთ" - ნეთანიაჰუ "ჰუსიტების" პორტზე თავდასხმის შესახებ

"ცაჰალმა" იემენში, ქალაქ ჰო-დეიდაში ტერორისტების მიერ კონტროლირებად სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საპორტო ქალაქში ჰუსიტების საწვავის რეზერვუარები დაბომბეს. აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა სამი და დაიჭრა 87 ადამიანი.

ისრაელის მხარე შეტევის მიზეზად თელ-ავივში ტერაქტს ასახელებს. უპილოტო საფრენი აპარატის აფეთქებამ ისრაელის დედაქალაქში 1 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის ხელი ვერ მიწვდება.

"ისრაელის მტრებისადმი გზავნილი მაქვს - ჩვენთან დაკავშირებით არ შეცდეთ. საკუთარ თავს ყველა გზით დავიცავთ, ყველა ფრონტზე. ვინც ზიანს მოგვაყენებს, საკუთარი აგრესიისთვის ძალიან ძვირს გადაიხდის. ყველა, ვისაც სურს, იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა აღუდგეს ირანის ბოროტების ღერძს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანში, იემენში, ღაზაში, ლიბანსა და სხვაგან მისი მარიონეტების წინააღმდეგ. პორტი, რომელიც დაიბომბა, უბრალო ადგილი არ არის. სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ირანი იქიდან "ჰუსიტებს" ლეტალურ იარაღს აწვდიდა," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები