29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ღაზის ჩრდილოეთით მდებარე პალესტინურ დასახლებებზე ისრაელის საჰაერო იერიშებს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ანკლავის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთით მდებარე პალესტინურ დასახლებებზე ისრაელის საჰაერო იერიშებს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის აღმოსავლეთით, ისრაელის ახალი სამხედრო თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 70-ამდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები