თბილისში, თერგის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
უწყების ცნობით, პირი, რომელმაც კაცი დაჭრა, ცხელ კვალზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.