19 ნოემბერი 2026,   10:14
ვრცლად
უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს - სი ძინპინი

ჩინეთში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. სულ მალე კი უნდა დაიწყოს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა.

შეხვედრა ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შედგა. მოგვიანებით შედგება ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტიც. ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში - ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას - მათ შორის ამერიკაში იშვიათი ლითონების ექსპორტს - და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აუცილებელია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

"უნდა დავიცვათ ღია რეგიონული თანამშრომლობის პრინციპი, თანმიმდევრულად გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ ღია და ინკლუზიური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც ეკონომიკებს გააერთიანებს. ხელი უნდა შევუწყოთ თავისუფალ და ღია ვაჭრობასა და ინვესტიციებს, დავაკავშიროთ საკვანძო ცენტრები, რათა ეკონომიკური კავშირები შეუფერხებლად განვითარდეს", - აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

დღის ამბები