29 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ალექსეი არესტოვიჩი: მე მაწყობს სიტუაცია, როდესაც უკრაინა თავად წყვეტს თავის ბედს და ეს მხოლოდ ნეიტრალიტეტითაა შესაძლებელი

"მე მაწყობს სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს თავის ბედს და ეს მხოლოდ ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია შესაძლებელი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.  

"მე ძალიან მინდა ნატოში, მაგრამ იქ ჩვენ არ მიგვიღებენ. ნატოში მიღების ფასი რუსეთთან ომია, რომელშიც ნატოს გარეშე ჩვენ ვერ "გავქაჩავთ", მაგრამ ნატოს არ სურს ჩვენი მიღება, და ის ვიწრო ნაცრისფერი ადგილი, რომელიც უკრაინას მიგვიჩინეს - თქვენ ნატოსთვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ არ მიგიღებთ - მე, პირადად არ მაწყობს. მე მაწყობს სიტუაცია, როცა უკრაინა თავად წყვეტს თავის ბედს და ეს მხოლოდ ნეიტრალიტეტის შემთხვევაშია შესაძლებელი.

შეგვიძლია შევქმნათ კონსტიტუცია, სადაც ყველა მუხლში ჩაიწერება - ნატო, ნატო, ნატო, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს შეცვლის, და ეს არის რეალურად ვაჭრობის საგანი. ზელენსკი ვერ შეძლებს ამ შეთანხმების მიღწევას, რადგან პუტინი მასთან ერთად ხელს არ მოაწერს. საჭიროა უკრაინაში ახალი ხელისუფლება, ზელენსკის შეუძლია ომის შეჩერება, კონკრეტულად, შეუძლია მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ დგება საკითხი - ან ჯერ კიდევ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს აიძულებენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას, სადაც იქნება სწორედ დაფიქსირებული ნეიტრალური სტატუსი, სხვა ვარიანტი, აქვე, პირდაპირ გეტყვით, არ შეიძლება არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გაგრძელდება ომი ან მასზე გადატყდება ადამიანების ყველა უკმაყოფილება". 

დღის ამბები