17 აგვისტო 2026,   03:40
ვრცლად
კახეთში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

კახეთში გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ წინანდალში თითქმის კილომეტრიან შიდა გზაზე იგება ასფალტის ორფენიანი საფარი. უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, შეიცვალა წყლის მილსადენებიც.

პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს, თელავის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 40-ზე მეტი პროექტი კეთდება.

დღის ამბები