ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედიაპლატფორმის, Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.
დაშბაშის კანიონზე მათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ჯგუფი ეწვია ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს.
მედიაპლატფორმას ინსტაგრამზე 24 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.