ბათუმი ჯაზფესტივალისთვის ემზადება. 26-28 ივლისს, კორტებზე “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი” გაიმართება.
მსმენელის წინაშე 11 გრემის ჯილდოს მფლობელი ფილიპ ლასიტერი ბენდთან ერთად წარდგება.
ჯაზის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, იხილონ ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი. ჯაზფესტივალს ყველაზე ცნობილი და მუსიკალური, ჯექსონების ოჯახი დახურავს.
ჯაზფესტივალი წელს მე-17 ტარდება.