18 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ბრაზილიაში, ზვიგენების ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინეს

"ოსვალდო კრუზის ფონდმა" ბრაზილიაში კვლევა ჩაატარა - მეცნიერებმა 13 ზვიგენი შეისწავლეს და ძუძუმწოვრებში დიდი ნოდენობით ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი აღმოაჩინეს.

მკვლევარები, დიდი ხანია, ვარაუდობენ, რომ ზღვის ცხოველებზე შეიძლება გავლენა იქონიოს კონტრაბანდისტების მიერ, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით, წყალში ჩაყრილმა კოკაინმა, ასევე - ბრაზილიური არაკანონიერი საწარმოებიდან ნარჩენების სახით გამოყოფილმა ნარკოტიკულმა ნივთიერებებმა.

გარემოში მოხვედრის შემდეგ, კოკაინი მარტივად შეიწოვება ზღვაში მცხოვრები ორგანიზმების მიერ. ნივთიერების არსებობა არაერთხელ დადასტურდა მოლუსკებში, კიბოსნაირებსა და ძვლოვან თევზებში, თუმცა ზვიგენებზე კვლევა პირველად ჩატარდა.

 

დღის ამბები