21 დეკემბერი 2024,   21:03
ვრცლად
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია საფრანგეთში დღეს გაიმართება

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია საფრანგეთში დღეს გაიმართება. პარიზში საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია უკვე სრული შემადგენლობით იმყოფება. ზაფხულის 33-ე ოლიმპიადაზე, 28 ქართველი სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს.

სპორტის სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირადად მასპინძლობს, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოების მეთაურები, სპორტსმენები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფედერაციები ესწრებიან. სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პარიზში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტიც იმყოფებიან.

ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად ლუვრში საზეიმო მიღება მოეწყო, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაურიც ესწრებოდა.

"უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერად – ვერთიანდებით უკეთესი მომავლისთვის" - ეს არის სპორტის მდგრადი განვითარების სამიტის დევიზი.

დღის ამბები