22 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ორი ახალგაზრდა, რომლებსაც სვანეთის ტყეებში რამდენიმე დღე ეძებდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ახალგაზრდები თავს კარგად გრძნობენ. ამ წუთებში გიორგი გვიშიანი და გიორგი ფარჯიანი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ისინი ჰყვებიან, რომ დასახული მარშრუტიდან გარეული ცხოველების საფრთხის გამო გადაუხვიეს და 4 დღის განმავლობაში ტყეში გადაადგილდებოდნენ. ტელეფონები კი დაუჯდათ. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც დღეს ავიაციაც ჩართეს, სვანეთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამძებრო სამუშაოები 23 რიცხვიდან დაიწყო, ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ადგილიდან ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში, მაშველების გარდა, ადგილობრივებიც იყვნენ ჩართულნი რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

"23 რიცხვში შემოვიდა შეტყობინება და მყისიერად ჩავერთეთ ძებნა-შველი ოპერაციაში. დღეიდან უკვე ვერტმფრენიც იყო ჩართული. მიმდინარეობდა ყველა საჭირო, აუცილებელი პროცედურები, შესულები იყვნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე ადგილობრივები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათაც მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, დასასრული იყო ძალიან სასიამოვნო ყველასთვის და მინდა, კიდევ ერთხელ, მივულოცო ოჯახის წევრებს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები