08 სექტემბერი 2024,   08:33
ვრცლად
პირველი ბრძოლა და პირველი გამარჯვება - პარიზის ოლიმპიადაზე პირველი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გავიდა

პირველი ბრძოლა და პირველი გამარჯვება - საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან, პარიზის ოლიმპიადაზე პირველი, ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი გავიდა. 60-ც კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ათლეტი ისრაელის წარმომადგენელს, იამ ვოლჩაკს დაუპირისპირდა. შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა. სარდალაშვილმა ლამაზი ილეთით ვაზარი აიღო და დუელში დაწინაურდა.

არბიტრების გადაწყვეტილებით, ამ მომენტში, ისრაელის სპორტსმენმა აკრძალული მოძრაობა გააკეთა და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, რაც ოლიმპიური წესების თანახმად დასაშვები არ არის. გიორგი სარდალაშვილი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.

დღის ამბები