17 აგვისტო 2026,   00:30
ვრცლად
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს, სულ 13 მედალი გათამაშდა

27 ივლისს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი დღე გაიმართა და სულ 13 მედალი გათამაშდა. 13 ოქროდან 3 ავსტრალიამ მოიპოვა, 2 კი - ჩინეთმა, დანარჩენები კი თითო ქვეყანამ. ავსტრალიას, 3 ოქროსთან ერთად, 2 ვერცხლიც აქვს მოპოვებული და დღის ლიდერია.

ქვეყანას ოქრო მოუტანა ველოსპორტსმენმა გრეის ბრაუნმა, დანარჩენი ოთხი მედალი კი ავსტრალიამ საწყლოსნო აუზიდან მიიღო. პირველი ორი ოქრო თამაშებზე ჩინელმა სპორტსმენებმა მოიგეს, მაგრამ, დღის ბოლოს, მხოლოდ ბრინჯაო შემატეს ოქროს მედლებს.

როგორც ლიდერს, 5 მედალი აქვს აშშ-საც, თუმცა აქედან მხოლოდ ერთია ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 4 მედალი აქვს საფრანგეთს და აქედან მხოლოდ ერთია ოქრო. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საფრანგეთის შვიდკაცა რაგბის ნაკრები, რომელმაც ფინალში სპორტის ამ სახეობაში ფიჯელთა ჰეგემონია დაამხო.

აღსანიშნავია, რომ ფრანგთა ორი ვერცხლიდან ერთი ქართველის ანგარიშზეა - ლუკა მხეიძემ ძიუდოს ტურნირში მხოლოდ ფინალი დათმო. მედლის მოპოვების შემდეგ, ლუკა თვით პრეზიდენტმა მაკრონმა მოინახულა და წარმატება პირადად მიულოცა. თითო ოქრო მოიპოვეს ბელგიამ, იაპონიამ, ყაზახეთმა, გერმანიამ, ჰონკონგმა და სამხრეთ კორეამ.

დღის ამბები