მთელი მსოფლიო ოლიმპიადაზე ამერიკის საკალათბურთო ნაკრების ასპარეზობას ელოდა. პირველი მატჩი სტივ კერის გუნდმა 110-84 მოიგო. მოედანზე საუკეთესო, 23 ქულით, კევინ დურანტი იყო.
ამასთან, ჰიფუმი აბე ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იაპონელმა ძიუდოისტმა, ფინალში, ბრაზილიელი ვილიამ სილვა დამაჯერებლად - ორი ვაზარით დაამარცხა და პედესტალზე უმაღლესი საფეხური დაიკავა.
გარდა ამისა, ერთეულთა თანრიგში ერთმანეთს ბოლო ათწლეულის კონკურენტები - რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან. ეს ჩოგბურთელები ბოლოს ერთმანეთს 2022 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც ესპანელმა ჩოგბურთელმა მოიგო.