16 აგვისტო 2026,   22:09
ვრცლად
სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნდა

სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნდა. ის თამაშებს მეორე წრიდან გამოეთიშა. არბიტრის გადაწყვეტილოებით, მას ეგვიპტელმა სპორტსმენმა აჯობა. სანდრო ბაზაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და მსაჯების უსამართლობაზე ისაუბრა. სპორტსმენმა არბიტრაჟის წინააღმდეგ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საჩივარი უკვე შეიტანა.

"ვამაყობ მე რაც გავაკეთე, მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც დამეხმარა ამაში და ყურებს არ ჩამოვყრი. რა თქმა უნდა დამწუხრებული ვიქნები, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე გგლიჯავენ მედლებს კისრიდან. მზად ვიყავი მოსაგებად, ყოველთვის მზად ვარ მოსაგებად, ამ შეჯიბრზეც მოსაგებად ჩავედი. ფაქტები სახეზეა. მე აღარ მინდა ამ ყველაფერზე ვილაპარაკო, ხალხს მოვაბეზრო თავი, რომ მსაჯმა წააგებინა და ა.შ., წამაგებინა", - აცხადებს სანდრო ბაზაძე.

დღის ამბები