სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წლის აღსანიშნავად, უწყების სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მოადგილეებთან ერთად პატივი მიაგო სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მებრძოლთა ხსოვნას.
სპეცტექნიკისა და სპეციალური საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, საჩვენებელი წვრთნა მოიცავდა კონტრტერორისტული ოპერაციების რამდენიმე კომპონენტს. გამოყენებული იყო რამდენიმე ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და ვერტმფრენი. გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლები დააჯილდოვა.