16 აგვისტო 2026,   23:16
ვრცლად
საქართველო ისტორიაში პირველად, პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო ისტორიაში პირველად, პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველოსთან ერთად კიდევ 18 ქვეყანა მონაწილეობს.

ქართველები განთესილთა შორის მოხვდნენ და გამოსვლას მერვედ ფინალიდან დაიწყებენ. წინასწარი დაპირისპირებები დღეს 10:00 საათიდან დაიწყო.

ტურნირზე საქართველოს პირველი მეტოქე იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებული იქნება. გურამ თუშიშვილის დისკვალიფიკაციის შემდეგ, ილია სულამანიძეს ასპარეზობა ყველაზე მაღალ წონაში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

დღის ამბები