05 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
საქართველოს ძიუდოს ნაკრები რამდენიმე წუთში სამშობლოში დაბრუნდება

საქართველოს ძიუდოს ნაკრები რამდენიმე წუთში სამშობლოში დაბრუნდება - სამი მედლის მოპოვების შემდეგ ლაშა გუჯეჯიანის გუნდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრების არმია ხვდება.

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოპოვებულ გამარჯვებას, ქართველი სპორტსმენები, ქომაგებთან ერთად იზეიმებენ. ძიუდოისტების ნაკრებს სამშობლოში ერთი ოქრო და ორი ვერცხლი ჩამოაქვთ.

ძიუდოს ნაკრებს სამშობლოში 3 მედალი ჩამოაქვს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი. 

ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ზაფხულის ოლიმპიადების გამარჯვებულია, ის ამ დრომდე ერთადერთიაБ ვინც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლის მედლებით კი ქვეყანაში ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი ბრუნდებიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძიუდოისტების დასახვედრად ასობით ადამიანი შეიკრიბა.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები