ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს, - ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, იკრძალება განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან და/ან გენდერულ იდენტობასთან (ბიოლოგიური სქესის გარდა) დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდა, პოპულარიზაცია ან წაქეზება.
"კანონი განსაზღვრავს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ტერმინს, რაც ახალი პრაქტიკაა ევროპაში, რადგან, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში თანდათანობით დაიწყო იმ არგუმენტის დანერგვა, რომ ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ არსებობს. რის დაწესებასაც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, ბულგარეთში ახლა ჩავარდა - ბულგარეთმა დადებითი მაგალითი აჩვენა, რომელსაც შესაძლოა, ძალიან მალე, სხვა ქვეყნებიც მოჰყვნენ" - აცხადებს ბულგარეთის პარლამენტის წევრი კოსტადინ კოსტადინოვი.