მედეა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას მსახიობის ოჯახი ავრცელებს.
"აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას", - წერს შორენა მახარაძე Facebook-ზე.
როგორც "რუსთავი 2-ს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მსახიობს, გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.