17 აგვისტო 2026,   09:37
ვრცლად
თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს აწყობენ

თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს აწყობენ - ამ ეტაპზე, პროექტი აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს, სადაც 12 ეზოში ერთდროულად მუშაობენ.

ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, ეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა. ცვლიან კომუნიკაციებსა და მილებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნაშენებლის გამზირზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთლმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 650 000 ლარს აღემატება.

დღის ამბები