05 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
მინდა, რომ ჩემს გულშემატკივარსა და ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო და, ამასთანავე, ბოდიშიც მოვუხადო - ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი

რა შედეგით ასრულებს საქართველო ზაფხულის ოლიმპიადას - ორჯერ აჟღერებული ეროვნული ჰიმნი და ორი ოქრო საათნახევრიან ინტერვალში - პარიზის ოლიმპიადაზე, საქართველოს სახელით, ისტორიული გამარჯვება მოპოვებულია.

დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ლაშა ტალახაძე, ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონმა, ტრიუმფი ახლა უკვე ზაფხულის ოლიმპიადაზე იზეიმა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, სამშობლოს სახელით, კიდევ ერთხელ ავიდა.

პარიზის "შამპ-დე-მარს არენაზე" ჩემპიონობა აღნიშნა და ეროვნული დროშა ააფრიალა 30 წლის გენო პეტრიაშვილმაც, რომელსაც სამჯერ მსოფლიოს, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

ოლიმპიადის ბოლო დღეს, ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუტანა გივი მაჭარაშვილმა - ის აღნიშნულ ოლიმპიადაზე დებიუტანტი იყო.

"შეფასების რა გითხრათ, ახლა ძალიან გამიჭირდება, ისეთ მდგომარეობაში ვარ. მინდა, რომ ჩემს გულშემატკივარსა და ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო და, ამასთანავე, ბოდიშიც მოვუხადო, რომ შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომის გამოც დავისაჯე, ამიტომ ჩემი ოცნების მედალი ვერ მიმაქვს ჩემს ქვეყანაში. მაგრამ, ღვთის წყალობით, იმედია, გამოვასწორებთ,“ - აცხადებს პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები