22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება" - პრეზიდენტი ოლიმპიელებზე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრეზიდნეტის ბრიფინგი ორბელიანის სასახლეში. სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მოულოცა და თქვა, რომ დღეს საღამოს დაგეგმილია ოლიმპიელების დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც მასთან შეთანხმებული არ იყო. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

"მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, თუ რატომაც არ შეიძლება დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. პირველი - მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად. მეორე, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - პარალიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე - პარალიმპიელები,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები