22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
დავასრულოთ ეს ბრძოლა, ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს - ლუკაშენკო

მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა. ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ეს დასავლეთში სჭირდებათ. მე არ შემიძლია ფაქტების გამჟღავნება, რადგან გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგჯერ ისინი ღიად საუბრობენ – მაღალი რანგის პიროვნებები ამბობენ, დაე, რუსებმა და უკრაინელებმა სცემონ ერთმანეთი და ყველა დაიღუპოს.

მთელი საზღვარი 1 200 კილომეტრია. ახლა ფრონტის ხაზი ჩრდილო-აღმოსავლეთით 1000 კილომეტრია. მზად ვართ მეტისთვის? არა. კურსკმა აჩვენა ეს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია და არ გვინდა ომი მთელი ნატო-ს წინააღმდეგ. ჩვენ ეს არ გვინდა," – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

დღის ამბები