17 აგვისტო 2026,   01:31
ვრცლად
სოფელ ნატანებში, მე-15 ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მე-15 ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და გაბიონები. ასევე, მუნიციპალური კომპანია “სატისის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ, მოწესრიგდა და განახლდა წყლის სისტემა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოზურგეთის მერმა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა, ასევე, შეხვდნენ ადგილობრივებს და სამომავლო გეგმები გააცნეს.

დღის ამბები