05 ოქტომბერი 2024,   11:33
ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში, მთა ზორტიყელში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტში, მთა ზორტიყელში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გასართობი და საბავშვო აქტივობები, კვების სივრცეები, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.

სახალხო დღესასწაული მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივებს ტრადიციების შენარჩუნებისა და მომავალი თაობისთვის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

"თითოეულ მემთევს მინდა მივულოცო, მათ სტუმრებს, მოიალაღეებს და ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასე ძვირფასია თქვენთვის ეს ტრადიციები, ეს დიდი დღესასწაული, რომელიც ასე შემოგვინახეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და, რა თქმა უნდა, მთის ტრადიციების და მთის ძლიერების გარეშე ვერც ბარი, ვერც ქალაქი ვერ იქნება ძლიერი. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს და თითოეული თქვენგანის ოჯახზე, თქვენს შრომაზე დგას ჩვენი ქვეყნის ძლიერება, ერთიანობა და, რა თქმა უნდა, უკეთესი ხვალინდელი დღე,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები