ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა.
პანკისსა და მიმდებარე სოფლებში სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ხეებისგან ჩახერგილი შიდა და ცენტრალური გზები მთლიანად გაიწმინდა.
ძლიერი ქარის გამო 6 სოფლიდან 4- ში დაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მოხდა და ახლა ასობით აბონენტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.
ბოლო მონაცემებით, 48 სახლია სახურავის გარეშე დარჩენილი. ახმეტის მერის განმარტებით, ამ წუთებშიც დაზიანებული ინფრასტრუქტურული ზიანის დეტალური შესწავლა გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ დაზარალებულებს დაუყოვნებლივ დაეხმარებიან.