14 სექტემბერი 2024,   11:26
ვრცლად
23 წლის ჩეხი ტანმოვარჯიშე სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა - ის გერმანიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა

გერმანიაში, ნოიშვანშტაინის სასახლესთან სელფის გადაღების დროს, 23 წლის ჩეხი ტანმოვარჯიშე ნატალია სტიჰოვა კლდიდან გადავარდა და დაიღუპა.

სტიჰოვა სასახლის დასათვალიერებლად შეყვარებულთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათი განმარტებით, ქალს სასახლის ფონზე ფოტოს გადაღება სურდა, რის გამოც კლდის კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა და გადავარდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა, თუმცა სპორტსმენი 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ნატალია სტიხოვა ძალიან ცნობილი სპორტსმენია თავის ქვეყანაში, რომელიც ახლახანს პერსპექტიული ახალგაზრდების მწვრთნელი გახდა.

დღის ამბები