18 სექტემბერი 2024,   13:01
ვრცლად
ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი - გენო პეტრიაშვილი

" ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა.

"ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი,"- წერს ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეათე ნომერი გენო პეტრიაშვილი პირად გვერდზე.

დღის ამბები