18 სექტემბერი 2024,   12:56
ვრცლად
კონგოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის, 37 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

კონგოს სამხედრო სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის 37 ადამიანს, მათ შორის სამ ამერიკელს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბრალდებულებს, რომელთა შორის ასევე არიან ბრიტანელი, ბელგიელი, კანადელი და რამდენიმე კონგოელი, შეუძლიათ განაჩენი გაასაჩივრონ ტერორიზმის, მკვლელობისა და კრიმინალური შეთქმულების ბრალდებაზე.

აღსანიშნავია, რომ  ივნისში გახსნილ სასამართლო პროცესზე 14 ადამიანი გამართლდა.

ნაკლებადცნობილი ოპოზიციონერის კრისტიან მალანგის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს მაისში 6 ადამიანი მოკლეს. კონგოს არმიის ინფორმაციით, მალანგა სასიკვდილოდ დაიჭრა დაკავებისას მას შემდეგ, რაც ის საკუთარ სოციალურ ქსელებში თავდასხმას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

დღის ამბები