22 დეკემბერი 2024,   05:10
ვრცლად
ნორვეგიის მახლობლად, რუსი "ჯაშუში ვეშაპი" მკვდარი იპოვეს

ვეშაპი, რომელიც რუსეთის მიერ ჯაშუშად გაწვრთნილშია ეჭვმიტანილი, ნორვეგიის სანაპიროებთან მკვდარი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ცხოველის ცხედარი, მეტსახელად "ჰვალდიმირი", უახლოეს პორტში შესამოწმებლად გადაიყვანეს.

ვეშაპი პირველად, GoPro-ს კამერით ნორვეგიის წყლებში ხუთი წლის წინ შენიშნეს, რომელზეც ეწერა "სანქტ-პეტერბურგის აღჭურვილობა".

ამან გააჩინა ეჭვი, რომ ძუძუმწოვარი შეიძლება ჯაშუში ვეშაპი იყოს - რაც ექსპერტების თქმით, წარსულშიც მოხდა. მოსკოვს ბრალდებებზე არასოდეს უპასუხია.

ორგანიზაცია Marine Mind, რომელიც "ჰვალდიმირის" წყლებში მოძრაობებს წლების განმავლობაში აკონტროლებდა, აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი უცნობია და ვეშაპის სხეულს აშკარა დაზიანებები არ აღენიშნება.

დღის ამბები