22 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა - ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. 

ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა, ახლად რეაბილიტირებული გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 

რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა (კმ13-კმ32.6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა. 

დღის ამბები